შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან

19 მარტი 2018

ადვოკატთა ასოციციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს, სადაც მომავალი პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით ასათიანმა ელჩს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობა, განვითარება და სიძლიერე დადებითად აისახება რეგიონში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების პროცესზე.

ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის როლს კანონის უზენაესობის შენებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მან გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს ადვოკატთა ასოციაციის იმ ინიციატივებსა და პროექტებს, რომელიც უზრუნველყოფს მის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების დაცვისთვის, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი